ახლა დიდი სიხარული რომ მაკრავს,
ღმერთო ხვალე არ მიქციო არც არად,
დავეფერე შენთვის ქარის მონატანს,
გულო, ისევ საფიქრალით დამღალავ...
მზის სხივებიც ძველებურად, ჯიუტად,
ჩაჰხვევიან ჩემს ონავარ კულულებს,
მთა – ჭიუხებს მაინც ღიმილს მივუტან,
საფიქრალით გულს ხომ არ დავიწყლულებ.
ცადაზიდულ ქარაფებზე კეკლუცად
ვეფინები, ენძელების სადარად,
ვერ შევიძელ, რომ უშენოდ მესუნთქა
გულო!
უნდა მოგერიო სხვაგვარად...