დამემგზავრე

Donnerstag, 23. Juni 2011

იყუჩე..

იყუჩეღა, გულო ტიალო,
კარგი, იყუჩე,
შენი საყმუვლო ამოხეთქე
ხანგამოშვებით,
მე მოგისაჯე დაწყევლილი
განა სიჩუმე?
დამისნეულდი, შამამკვნესი :
- აღარ მოვრჩები...
კარგი...
იყუჩე...
ჰყურობ?..ზეცამ
წაიმგლისფერა,
ლაჟვარდისფერი ჩაესვენა
მდუმარ ჭიუხში,
გადავაფინე საფიქრალი
მთებზე ნისლებად,
მიყოლიებავ, მეაც ტიალ
ზრახვას მივუხვდი...
დაყუჩდი,
გესმის?..
მგელნიც როგორ
უქმად ჰყმუიან?..
მგლად ვერ გაქციე,
ვერ გიშველე,
ვერც რა ერთობით...
თუმც დამეჩაგრე
მაგრამ ბრძოლა მაინც გწყურია...
ჰო და...
ვათრიოთ ეს საწუთრო,
სანამ ვეყოფით...

და_ძმობილება

კაფიის დიდოსტატები
(თითო ლომისა დარია)
საით წავიდნენ ნეტავი,
რომელ კუნძულზე არიან?

ცოდვაა_ერთმა იქნიოს
გაფხავებული ხმალია.
აქ არ ივარგებს დუმილი,
მოგვეწყინება ძალიან.

არაგველების შაირსა
ვერ დაუდგება ქარია,
გაჰკვეთავს ერთნაირადა,_
რკინა არის თუ ძვალია.

შენც შეუბერე,დანტეო,
გელის კაცი და ქალია!                                     

                                             (ანთა ნათელიძე)




მარტოდ დარჩენას რად ჰგლოვობ?
აგერ ვარ  თუცა ქალია,
ლეკვი ლომისა სწორია
ძუ იყოს,  თუნდაც ხვადია...
დანტეს გაუცვდა მახვილი
რკინამ უმტყუნა, ბრალია...
                                    (აონი)



შენ გაიხარე,მაკაგონ,
რო შამააღე კარია,
კაფიას დაგიწკრიალებ
და შენკე მომიხარია,
სინათლის კაბა გაცვია_
სასწაულს შესადარია,
გიბრწყინავს თმები ოქროსი,
გშვენის ვარსკვლავთა ჯარია.

დანტე ხმალს მალე იშოვის_
ეგეთ ჯიშისა არია,
საიტში ემაგისთანა
ცოტა გვყავ მეომარია.

მაკაგონ, თეთრო სანთელო,
სალამურს გიგავ ტანია,
ნუ გაჰკვირდები,მახარემ
თუ გადმოლახა მთანია
და მოგიტანა ყვავილი_
სურნელით მოუბარია.
                                    (ანთა ნათელიძე)

 

აჰა, 'შემოვხსენ კარია
და გულიც გავახარია
არ დავიქადნი მაგრამა
ბევრს გულიც მოვუკალია...
ოქროდ ვანათებ, მზისთვინა
სხივებიც მომიპარია,
ვარსკვლავთა გუნდი სადაც ვარ
დამყვება როგორც ჯარია...
ტანით სალამურს ვჯობივარ
ისა ზის ჯავრიანია...
შენ კი შორით ხარ მახარევ
შუა მქუხარე მთანია,
თუმც გადმოლახო ბედშაო,
გულს ისრევ ის უხარია,
ვიუბნოთ მთის და ბარისა
მთა გუგუნებდეს მადლია!!!
                                                        (აონი)



არცა ვერტმფრენით წამოვალ,
არც გამამყვება ჯარია,
ფიქრს გამავყვები,მაკაგონ,
იქნება ზღაპრის დარია,
ისეთ სახსოვარს გიბოძებ,
იტყვი,რომ სანუკვარია:
შუბლზე_მახარეს ამბორი,
წელზე_მახარეს მკლავია,
ტკბობას და გაბრუებასა
აღარ ექნება ზღვარია...

იმგვარად გამიხარდები,
როგორც გვალვაში წყალია.
                                                        (ანთა ნათელიძე)



ემაგ სიტყვებსა მახარევ
ჩემ გულ არც შაურხევია,
ფიქრს და ოცნებას ბედშაო
დაუღუპია ბევრია!
რითმა მრალატობს?  რას ვიზამ
ზარი თუ შამამელია,
ცის კიდით გადაკარგული
სამშობლოს ხმაზე ვმღერია....
აონის ხმაზე დავრეკავ
მთაზე თუ შავდგი ფეხია...
                                                      (აონი)



იქნება ბედნათელი ვარ,
ბედშავი რაად ვიქნები,
როგორც ფუტკრები,შენს თავზე
ირევა ჩემი ფიქრები...

ახლა ლოგინში მივდივარ,
მამწყინდა საიტ_წიგნები.

შენც დაიძინე,ძვირფასო,
ვიცი,რო დაგესიზმრები,
გულში მინთიხარ კელაპტრად,
ათას წელს ვერ ჩამიქრები.
                                                          /ანთა ნათელიძე/



წუთია წუთის ქვეყანა
ათას წელს ვერ დავენთები,
კელაპტარობა არ მინდა
უალოდ დავიფერფლები...
დასწექ და დაიძინეღა
დაგღალავს საიტ-წიგნები,
ბედ-ნათელობას გიბოძებ
მახარევ, დად გეფიცები.....
                                              /აონი/


დიდხანს იცოცხლე,დობილო,
კალთა გფარავდეს ღმერთისა.

არ გშორდებოდეს ნათელი
ულამაზესი ბედისა...

გეძმობი...თუ გაგიჭირდა,
თავსაც გავწირავ შენთვისა.

მისამღერი:
----------------------
რა ლამაზი ხარ,მაკაგონ,
ვიღაც დაჰკარგავს,მართლა გონს!
                                                  /ანთა ნათელიძე/

ქალი თუ გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არის
სიტყვასა უბნობ მახარევ
რომლის ბადალი არ არის, 
---------------------------------

თუცა გონისა დაკარგვა
არის და-ძმობის სადარი????????????....
                                                          /აონი/

"ვიღაც დაჰკარგავს მართლა გონს"
არაა ჩემზე ნათქვამი_
სხვა ვინმე იგულისხმება
(უცხო მწყემსი თუ სარდალი),
იმას მოელის შენგანა
ბოდვა და გულის ფართქალი.
                                              /ანთა ნათელიძე/

გონის დაკარგვა ბევრისა
მინახავ  გამიგონია
შენ აგარიდე და-ძმობამ
შეგინარჩუნე გონია,

ერთად ვუცქიდოთ :geek: შორიდან
(უცხო მწყემსი თუ სარდალი),
რომელ კლდის ნაპრალს შასწირავს
სიცოცხლეს, გულის ფართხალით...
                                                                    /აონი/

...

სიყვარულს ასე სჩვევია:
აგიჟებს შობილს ბრძენადა,
ტარიელისა არ იყოს_
იარებოდა ველადა...

მადლობა დანდობისათვის,
მაგრამ გულს ცეცხლი ედება:
სულ ოდნავ მაინც შევცვალოთ
ამ დობა-ძმობის წესდება!
                                                  /ანთა ნათელიძე/


იარებოდე ქარაფზე
ცეცხლმოდებული ბრალია...
ვხედავ აგრიეს ფიქრებმა
ტარიელ გგონავ თავია...

შენ გინდა წესი შასცვალო
მთაჩი ნათქვამი სიტყვადა
დაუწერელის დაწერა
როგორ გაივლე ფიქრადა...
                                        /აონი/


ეეჰ,მაკაგონ,მაკაგონ,
ვერ მიგებ,გულში ვკვნესია,
მოულოდნელი ხუმრობა
შაირ-კაფიის წესია...

შაირ-კაფიას უხდება
ლოცვაც,ღრენაც და გინებაც,
ლამაზი დახეთქებანი,
ფიქრის თამამი დინება.

ვაჟიკა კაწალხეველი
განა იმისი ჩიტია_
რო ცუდი თვალით შავხედო,
ვისთვისაც ძმობა მითქვია?!

ქვეტექსტებს უნდა წაკითხვა_
განა მარტოდენ პწკარებსა...

ეეჰ,მაკაგონ,მაკაგონ,
რა ტყუილად მდებ შარებსა,
ძალიან უცნაური ხარ_
ბევრს გაუშტერებ თვალებსა.

...
სადა ხარ,ჩემო დანტეო,
გადაეკიდე ვისაო?!_
ქალებმა შამამიტიეს,
მალე მადენენ ბდღვირსაო!
                                                 /ანთა ნათელიძე/


მთის იალაღებს შავხარი
უცნაური რას მიქვია...
კაფიის ბწკარ ნაკაწრები
კლდესაც რომ ხეთქავს ვიცია...

ჩემგან ნასროლი ისრითა
შენც დაისრულხარ მახარავ,
გულ-მოკლულ ბევრი მინახავს
გულ-გამთელებულ აღარა..

თამარას კოცნა წაიღე
სულ შენ გაჩუქებ მადლია,
დანტეს თყუილად მოუხმობ
ისიც ფიქრებმა დალია...
                                                     /აონი/

შენგან ნასროლი ისრები
სუ ერთიანად ამცდენა_
ზოგები(გამრუდებულნი)
ტყემლის ტოტებზე დარჩენა,
სხვისგან ვარ გაბრუებული
(ნეტავი ცხადშიც მაჩვენა),
ბრაზილიიდან მიგალობს
მის_პერეირა_ნათელა...
                                                 /ანთა ნათელიძე/


ჩემგან ნასროლნი ისარნი
მრუდედ ჯერ არსად დამრჩალან,
შენ რითმანი კი მახარევ
სულ აცა-ბაცა დამსხდარან...

სულ ბდღვირი აგადენინეთ
აგარევინეთ რითმაო,
მაგრამ დაგინდევ ძმობილო
აღარ აგირევ ფიქრსაო...

როგორც ტარიელს ასმათი
ისრე მიმიღე დადაო,
წავიდეთ ერთად მოვძებნოთ
მის_პერეირა_ქალაო...
                                            /აონი/


მის პერეირა,მაკაგონ,
შორიდან მიწვდის ხელებსა,
მაყრად მოვიყვან ზიდანსა,
ხოლო ნათლიად_პელესა.

რაც შეეხება რითმებსა_
ნუ ამბობ გასაშტერებსა,
ჩემი რითმა რო წკრიალებს,
შენი იმძიმებს ბგერებსა,
ტანჯვით დაათრევს სათქმელსა,
ვერა პოულიბს ფერებსა.
                                            /ანთა ნათელიძე/


ჰუჰ,
მახარია რას ამბობ
თითის ტარივით ბრუნავო,
თავისა ქება ვაჟკაცის?
ჯერ არ სმენია ყურთაო...

ვაჟკაცს უხდება დიაცის
ხოტბა, ცათამდის შექება,
რითმას მით სწუნობ ძამია
გულზე გედება ეკლებად..
                                                    /აონი/


შენ რო შეგაქე,იმდენი
არ ღირსებია ნესტანსა.

რაად მიღერებ,მაკაგონ,
ცილისწამების ნესტარსა?!

მე თავის ქება არ მიყვარს
(ვისგან გსმენია,ნეტავ სად).

რატომ გეწყინა,რო ჩემი
რითმა უჯოკრავს შენსასა?!
                                              /ანთა ნათელიძე/


გააბითურე მახარევ
ხოტბა ოდესღაც 'შესხმული
თავს იქებ გაგიხარია
შაირ-კაფიის ფერხულში.

თვლაც კარგად ვიცი ძამია,
რითმასაცა ვარ ჩვეული,
მაგრამ მიყორან სიტყვათა
სილაღე გამეფებული...
                                    /აონი/

ასეა:
ვერ გააჩერებ,
თუ გაჯიუტდა ქალია.

"ჩვეული_გამეფებული"
სუსტი რითმაა ძალიან.
                                                   /ანთა ნათელიძე/

მეტ ვეღარ მოიფიქრე რა
რითმაში მამდე შარია,
მაკაგონს აგრე ვერ მასდრეკ
უტეხ ქალია_ძალიან....

ახლა დაჯექ და ითვალე
რითმის თანხმოვან_ბგერები,
ერთ არ გამოგრჩეს იცოდე
არ აგერიოს ფერები...
                                  /აონი/

შენგან გამიჩნდა მკრთალობა
მაუსისა და თითების...

მოგიხდა ჩემი რეცეპტი:
გაგილამაზდა რითმები.
როგორც არ უნდა "დამნესტრო",
მაინც დობილად ითვლები.

მიწა რო იძრა წუხელა,
მეგონა:აფსუს, გიქრები.
                                        /ანთა ნათელიძე/

შემინდე, გაგიფერმკრთალე
მაუსიცა და თითებიც,

ჩემი ნესტარი ძამია
ტკბილ_მწარეობა რითმების,

გაგიცვეთს რეცეპტორებსაც
მაინც დობილად ვითვლები..
მიწისძვრა ვერას დაგაკლებს
ხელიდან ვერ გამიძვრები,

ჩვენ ვახმიანებთ ჭიუხებს
მიძახილ_მოძახილებით...
                                                      /აონი/



"ხელიდან ვერ გამიძვრები",
ძმობილს მეძახის დობილი,
გულში რაღაცა შეირხა,
ლამის დამენგრა პროფილი. 
მართლა,კარგი ხარ,მაკაგონ,
ფიქრებზე შემოჭდობილი.
                                              /ანთა ნათელიძე/


დობილზე ხელი აიღე
ამითვალწუნე რადაო

მე მიწისძვრისთვის არ გთმობდი
შენ კი გამიგე მცდარადო...

სიტყვას ასრე არ გასტეხსა
მაკაგონ_თიანელ_ქალაო...
                                                /აონი


რატომ ვერ მიგებ,მაკაგონ,
რად მომიკიდე ხანძარი?

არ გებრალება მახარე_
ქალთა შაირით დამწვარი.

კარგად ვერ მიცნობ,ძვირფასო
(ოქრო გგონია ნაცარი)...

შენა ხარ ჩემი დობილი,
ხოლო თამარი_წაწალი.
                                                  /ანთა ნათელიძე/


მაკაგონსა და აშექალს
ვერ შაედრება ცისკრები.

მეტი რა გზაა_კაფიით
ორივეს შავეჯიბრები.

ზღაპრულად უნდა ვაქციო
მაგათ ცხადი და სიზმრები.
                                                            /ანთა ნათელიძე/


ლექს დავახეთქებ კაფიად
კლდესაც ავსხლიტავ ტყვიასა,

ირიბად ვესვრი სამიზნეს
კლდეს ცდება ხვდება მიზანსა,

შენ კი არ შეგეჯიბრები
მახარევ, ძმობის მადლია,

მოგიჭახუნებ რითმასა
მთამ დაიქუხოს ბანია,

აშექალ  შამოგვიერთდა
დავსცეთ სამთავემ ზარია,

ავაგუგუნოთ კაფია
სხვანი გარბოდნენ კარშია,

უკან მოხედვის მაგივრად
ხელები იცენ თავშია...
                                                         /აონი/


...

შენი ხმა,როგორც მუსიკა,
წამომეწია ქარშია...

არც შენა,არც აშექალი
არ გაიცვლებით სხვაშია.

იგრძნობა თქვენი სილაღე,
როგორც სურნელი ბაღშია.

მაგრამ ხანდახან ეკალიც
გამოურიეთ თქმაშია.

ბევრსა ჰგონია კაფია
თითის ამოსმა თაფლშია.

ისეთი უნდა ისროლო,
გაგაჟრიალოს ტანშია.

ახლა კი ძილი ნებისა,
მეძახან საწოლაშია.
                                         /ანთა ნათელიძე/



ჩემი ხმა  სადაც არ ელის
იქ ხვდება ყველას ძმობილო,

ქარში, ავდარში, დარშია,
გულსა საგულე  მოიგოს...

ცაზე შევახევ ღრუბელ და
მიწაზე დავცხებ  წვიმასა,

სულ მწარეც  აღარ ივარგებს
ცოტას გავატკბობ რითმასა,

ხან თაფლი ხანაც წიწაკა
უხდება ოხერ-ტიალსა...
                                                   /აონი/


გადი_გამოდი გუთანო
ხევსურნო თქვენც რამ გვითხართო

ძმობილ_დობილი  შემოვრჩით
მთა_ბარი ჩვენით სუნთქავსო \o/

შემოუძახეთ რითმები
დროს  რად რა კარგავთ  ფუჭადო...
                                                            /აონი/


***
"ძმობილ_დობილი შემოვრჩით
მთა_ბარი ჩვენით სუნთქავსო".

აქედან გერმანიაში
წყაროს მოგაწვდი სუფთასო.
                                                /ანთა ნათელიძე/


მშობლიურ წყაროს ნატრულსა
შემომაშველე პეშვებით,

კლდეს მოხეთქილი, მთის წყარო
მწყურის!..
მიხმება ფესვები...
                                                       /აონი/


წყარო თუ ვერ მოგაწვდინე,
იკითხე ჩემი ლექსები...
თუ არ გეამა,მითხარი,
გავქრები,ავითესები,
კოსმოსშიც ვეღარ მნახავენ
ხევსურები და მესხები.
                                          /ანთა ნათელიძე/


უკვე მაჩუქე  ძმობილო
საბადო მბორგავ ლექსების,

ვარდის ფურცლებ_ვით მქარგავენ,
ცის_სარტყელ  მაჰგვან ფერებით...
                                                                /აონი/


ზოგ ლექსებ ეკლიანობენ_
არ დაგიკაწრონ ხელები,
თორემ აქედან,ძვირფასო,
ვერაფრით მოგეშველები
                                          /ანთა ნათელიძე/


ვარდი უეკლოდ?..
მახარევ!
ოდითგან არვის უნახავს...

თუ არ დაგსუსხხეს რითმებმა,
არ ღირს ერთ ამოსუნთქვადაც...
                                                                    /აონი/


ე მაგ ლამაზი კითხვებით
გინდა,დამიგო მახეო?!

შენი ეკლები,მაკაგონ,
დღემდე ვერ დავინახეო.
                                                  /ანთა ნათელიძე/


ჩემს ეკლებს ვერც დაინახავ
მახარევ არა სჩანანო,

ისე გადენენ სისხლს წვეთით
ჰგლოვობდე ვაგლახადაო... 

                                                        /აონი/


თბილისში გამოიდარა
(დამდნარა ძველი ყინული).
@����0�H����A1ადღაც ფრინველი ამღერდა
და აწკრიალდა ბინული.

უხილავ ეკლებს ვენაცვლე,
არ მევასება ხილული

                                        /ანთა ნათელიძე/

ძველნი ყინულნი ახალმა
შასცვალა  ფანტელთ ცქრიალმა,

მზიან ცას  ფიფქებს შავლალავ
შეაკრთოს მათმა ციალმა,

სიღერა?..
ელი მთა_ბარი,
შასძრას სიმების წკრიალმა?

ქამრადაც ნიავს შავიბამ,
თუც არვის ვუზამ ზიანსა,

ეკალთა ნაკაწრ_ნაბასრი,
დღეს გაწყევლინებთ მზიანსა...
                                                                  /აონი/


ქვეყანა თავით ბოლომდე
შემოვიარე,მგონია...

დობილმ ძმობილი დაკაწროს,
ჯერ არსად გამოგონია.

                                            /ანთა ნათელიძე/




ქვეყანა შემოგივლია
განა რა დიდი ძღვენია

წყარო გთხოვე და საბადო
მიძღვენი  მგონავ ჩემია,

თუცა სურნელი  უცხო რამ
ვხედავ :o რომ გადასდენია,

ეკლები მყავდნენ  გუშაგად
ვენაცვლე :* დაუსერიათ

სისხლ დასდენია და ფეხიც
აურევ_დაურევია...

******************************
დობილმ_ძმობილი დაკაწროს,
ეს მზის სიცილის ფერია,
ჩემი ნაკაწრი ძმობილო
რითმებად გადაგდენია...

                                                 /აონი/


საიტზე ისე ანთიხარ,
როგორც ყვავილი ყანაში.

ხან შენსას ააწკრიალებ,
ხან ძმობილის წიგნს გადაშლი.

თუ იცი,რითა მთავრდება
დაკაწრობანას თამაში?!

                                          /ანთა ნათელიძე/


ყანას ყვავილზე  მეტადა
უხდება  მგონავ ყაყაჩო,
ყელმოღერებულ ბრდღვიალით
თვალს რომ  მოგჭრის და დაგათრობს!!!

ძმობილის წიგნიც გავშალე
და ჩემიც   ;;) ავაწკრიალე,
დაკაწრობანს თამაში
დასცლის ფიც_ვერცხლის  ფიალებს...

                                                                      /აონი/


მშვენიერების ყვავილი
ნისლსა და ქარშიც ბრიალებს,
ისაა შენი მფარველი,
ის მოგიშუშებს იარებს...
მიხარის:
დობილის ფიქრი
რა ლამაზადა შრიალებს.
                                                /ანთა ნათელიძე/


ნანატრი ხმები არ ისმის,
მოწყენილობის ჟამია.

საით წასულან ნეტავი,
სად ეგულებათ დარია,
რომ ერთმა მაინც იშიშვლოს
შაირ_კაფიის ხმალია...

დიდხანს არ უნდა დადუმდეს
კაცი,წყალი და ქარია!

                                            /ანთა ნათელიძე/


შორით ვარ თუმცა ახლოდან
ისევ დავძახებ კაფიას, 
ველოდი იქნებ როგორმე
სხვამც ამაიღოს ხმაია,
საბრალოდ ჩადუმებულან
ხევსურთ კაცი თუ ქალია
ჩამოვიქროლებ ქარივით
მმოსავს ფარი და ხმალია
მახარეც სწრაფ მამაშველებს
შაირს დასჭექავს მადლიანს...

                                                      /აონი/


ჭექა რა ჩემი საქმეა_
სიტყვისა მიყვარს წკრიალი,
ლამაზად გადმოქნეული
კაფია ნაპერწკლიანი,
რითმის და კიდევ რიტმისა
საკუთარ ხოშზე ტრიალი,
შენ ერთი შემრჩი ხელშია_
მზისფერი,კოხტა თმიანი,
სხვები სად გადაკარგულან_
ეჭვი დამყვება,ტიალი.
                                            /ანთა ნათელიძე/


სხვანი ბარს ვერ შელევიან
მთას კი არ შარჩა ბილიკიც,
ხევსურეთ დაგვეცალაო
მოსთქმენ ერთიან ვიშ_ვიშით,
ვაცალოთ იქნებ როგორმე
მთასაც საშველი დაადგეს
მაგთი_ფიქსიც კი გასჭიმონ
ისრევ ხევსურეთს აბარგდნენ.

ჩვენ კი კაფია მოვმართოთ
როგორც ყირიმის თოფია
მეც შაირს რითმებად შევსვამ
ვით პოეზიის ლოთია...

                                                  /აონი/