დამემგზავრე
Montag, 25. Juni 2012
Sonntag, 27. Mai 2012
საწყის_სასრული...
ჩემთვის რომ
ეკითხათ,
-სად არისო,
ამ სამყროს საწყის_სასრული...
დაუფიქრებლად,
შენს
თვალებზე მივუთითებდი...
და თუ
მხატვრის ფუნჯს,
მხოლოდ
ერთხელ ,
მომაწვდიდა ვიღაც მავანი,
ჩემს გულს
მოლბერტად გავშლიდი და
შენს
სიმშვიდისფერ სევდას,
კრძალვით
ამოვქარგავდი...
თუკი ოდესმე,
გზად
შემხვედრი ვინმე გლახა,
ხელგაწვდილი
შველას ითხოვს,
თრთოლვით
გამთბარი,
უკანასკნელ
ძალ_ღონეს არ დავიშურებდი,
რა
გამაჩნია...
ანდა რა
მაქვს დასაკარგავი...
საწუთრო
ჩემთვის დროებითი სამოსელია,
თუმც არ
მჩვევია,
საუნჯეთა
თელვა ფეხებით...
სიყვარულია,
ამ სამყაროს
საწყის_სასრული,
და უფალივით,
მხოლოდ
ლოცვით თუ შევეხები...
როგორც
დაყუდებული ბერი კლდეში,
სტრიქონებში გავიხიზნები,
რადგან
არაფერი
მაახლოვებს უფალთან ისე,
როგორც ლოცვა
და სათუთი ფეთქვა რითმების...
და როცა
მკითხავენ...
-სად
არისო, ბედნიერება...
შენი
გულისკენ,
გზას არავის
მივასწავლიდი...
მხოლოდ იმისთვის
მოვედი ქვეყნად,
რომ ჩემი
სული,
სანთელივით
დამენთო შენთვის...
26.05.2012
Mittwoch, 9. Mai 2012
* * *
არ მინდა,
უშენობა არ მინდა,
სიცოცხლეს,
ვერ დავიწყებ თავიდან,
წამიდან,
დღესაც რომ უგულოდ გაცივდა,
წავიდა,
ცხოვრება უფერულად გავიდა,
ნატვრიდან,
გულის უხილავი კარიდან,
ჩემიდან,
შენამდე მანძილი არ მინდა,
მაღირსე,
ცრემლი ამომიშრე თვალიდან,
გაიგე,
ოცნება გახელდა, გაგიჟდა,
მჭირდები,
ფიქრზე სანთელივით მანთიხარ,
დამინდე,
სულის კივილამდე მაკლიხარ...
არ მინდა,
უშენობა არ მინდა,
სიცოცხლეს,
ვერ დავიწყებ თავიდან...
24.04.2012
მეგობარო!
მძიმე
ყოფილა ცხოვრების
გზა
ძალზე უდრეკი,
არ დაუჩოქო!
წინ გასწიე
!
მარად ნეტარო,
სიცოცხლე მწარე
შარბათს გასმევს
?
ნუ ემდურები...
წყაროვ, არ
შედრკე
ჭიუხიდან გადმომჩქეფარო...
დალიე ღვინო
შეიგრძენი
სამყაროს დენა,
ვერ მოგერიოს
ეს საწუთრო
თუნდ
მიგატოვონ,
ფიალა სწრაფად
გამოსცალე,
არ აჰყვე სევდას,
განსაცდელისას მეგობარი
ღვინოა მხოლოდ...
როს დაგანთხიოს
დღეს ცხოვრებამ
ასპიტის გესლი,
არ დაუჩოქო!
არ დანებდე!
იწამე ერთი:
-ესაა მხოლოდ წუთისოფლის
ტკბილი შარბათი,
რასაც შეიგრძნობ
იგი არის
შენი...
დასრულდა...
რაც აქ
დაგრჩება, ამ
ქვეყნიურს
ნუღარ დანატრი,
მას ვერ
შეწვდები, გვიანია,
შთანთქა წარსულმა...
არ შედრკე
არსად მეგობარო,
დარდი დამალე!
არ აგრძნობინო
ამ ცხოვრებას
თუ რამე
გტკივა!
დატკბი სიცოცხლით
და
დაცალე თასი
სანამდე,
მიწისგან ქმნილი
მიიქცევი ისევე
მიწად!
მძიმე
ყოფილა ცხოვრების
გზა
ძალზე უდრეკი,
არ დაუჩოქო!
წინ გასწიე !
მარად ნეტარო,
სიცოცხლე მწარე შარბათს გასმევს ?
ნუ ემდურები...
წყაროვ, არ შედრკე
ჭიუხიდან გადმომჩქეფარო...
დალიე ღვინო შეიგრძენი
სამყაროს დენა,
ვერ მოგერიოს ეს საწუთრო
ძალზე უდრეკი,
არ დაუჩოქო!
წინ გასწიე !
მარად ნეტარო,
სიცოცხლე მწარე შარბათს გასმევს ?
ნუ ემდურები...
წყაროვ, არ შედრკე
ჭიუხიდან გადმომჩქეფარო...
დალიე ღვინო შეიგრძენი
სამყაროს დენა,
ვერ მოგერიოს ეს საწუთრო
თუნდ
მიგატოვონ,
ფიალა სწრაფად გამოსცალე,
არ აჰყვე სევდას,
განსაცდელისას მეგობარი
ღვინოა მხოლოდ...
როს დაგანთხიოს დღეს ცხოვრებამ
ასპიტის გესლი,
არ დაუჩოქო!
არ დანებდე!
იწამე ერთი:
-ესაა მხოლოდ წუთისოფლის
ტკბილი შარბათი,
რასაც შეიგრძნობ იგი არის
შენი...
ფიალა სწრაფად გამოსცალე,
არ აჰყვე სევდას,
განსაცდელისას მეგობარი
ღვინოა მხოლოდ...
როს დაგანთხიოს დღეს ცხოვრებამ
ასპიტის გესლი,
არ დაუჩოქო!
არ დანებდე!
იწამე ერთი:
-ესაა მხოლოდ წუთისოფლის
ტკბილი შარბათი,
რასაც შეიგრძნობ იგი არის
შენი...
დასრულდა...
რაც აქ დაგრჩება, ამ ქვეყნიურს
ნუღარ დანატრი,
მას ვერ შეწვდები, გვიანია,
შთანთქა წარსულმა...
არ შედრკე არსად მეგობარო,
დარდი დამალე!
არ აგრძნობინო ამ ცხოვრებას
თუ რამე გტკივა!
დატკბი სიცოცხლით და
დაცალე თასი სანამდე,
მიწისგან ქმნილი
მიიქცევი ისევე მიწად!
რაც აქ დაგრჩება, ამ ქვეყნიურს
ნუღარ დანატრი,
მას ვერ შეწვდები, გვიანია,
შთანთქა წარსულმა...
არ შედრკე არსად მეგობარო,
დარდი დამალე!
არ აგრძნობინო ამ ცხოვრებას
თუ რამე გტკივა!
დატკბი სიცოცხლით და
დაცალე თასი სანამდე,
მიწისგან ქმნილი
მიიქცევი ისევე მიწად!
Donnerstag, 5. April 2012
სიზმარ(ეული)
ცრემლი
მიკოცნის ანთებულ ღაწვებს,
ძაღლივით,
გულ_მკერდს მილოკავს დარდი,
ბედის
ვარსკვლავი მთვარესთან მაწვენს,
და გაუხარელ
პატარძალს ვგავდი...
ფიქრის
სარეცელს გამიშლის ღამე,
ყველა
სურვილი ცოცხლად დავმარხე,
სიზმარ(ეული) ცრემლები ვღვარე,
როგორც
მშობელი დედის კალთაზე.
წყურვილს ვერ
მიკლავს ალერსით მთვარე,
ტკივილი
თვალებს ამიწყლიანებს,
როგორმე
შევძლო, ვნებებით მთვრალებს,
უნდა
გავექცე, ღამის წყვდიადებს...
Dienstag, 21. Februar 2012
* * *
საფიქრალ სადარდი შემყარე,
რაგვარ რა ჰყოფილხარ ტიალო,
არ იცი მტერი და მოყვარე,
ვერც რას კლდე გაშინებს ფრიალო.
გერიდე, ღმერთმანი გერიდე,
უშენოდ რამდენი ვიარე,
ვჯიუტობ, ბედს უნდა შევრიგდე,
დამხელთე, სულ გამატიალე...
დამთოვა, ფიქრმა თუ ფანტელმა,
აღარც გზა დასტოვა სავალი,
ტკივილმა რა რიგად მამხელა,
ვერსაით ვიპოვე წამალი...
შევცოდო?
რაგვარ რა ჰყოფილხარ ტიალო,
არ იცი მტერი და მოყვარე,
ვერც რას კლდე გაშინებს ფრიალო.
გერიდე, ღმერთმანი გერიდე,
უშენოდ რამდენი ვიარე,
ვჯიუტობ, ბედს უნდა შევრიგდე,
დამხელთე, სულ გამატიალე...
დამთოვა, ფიქრმა თუ ფანტელმა,
აღარც გზა დასტოვა სავალი,
ტკივილმა რა რიგად მამხელა,
ვერსაით ვიპოვე წამალი...
შევცოდო?
არ ვითხოვ შენდობას,
არცა მთებს შევძრავ ბღავილით,
უფალთან მივიტან შეცდომას,
და იქ შევჩერდები დაღლილი...
არცა მთებს შევძრავ ბღავილით,
უფალთან მივიტან შეცდომას,
და იქ შევჩერდები დაღლილი...
02.02.2012
Montag, 16. Januar 2012
. . .
ნუ შემაღონე ტიალო,
ნუ შემიკალი
ხელშია,
სულ შენს
გარშემო ვტრიალობ,
თუმც უშენობა
მერჩია.
ბაგე
გახსნილი ვივლიდი ,
არ დავიდენდი
ცრემლასა,
მზეს
შევხვდებოდი ღიმილით,
გავუსწორებდი
მზერასა.
მტერ
გამიმრავლდის, დუშმანი,
უმისოდ
ყოფნაც ძნელია,
გამაფხიზლებენ,
ღმერთმანი,
თორო
სამყარო ჭრელია,
ავს_კარგად მოგაჩვენებენ,
შხამს
შეგასმევენ წვეთითა,
თუმც
დამაკლებენ ვერაფერს,
სიკვდილსაც
ვხვდები ლხენითა.
ცუდია? ყოფნის სასჯელად
თავის გამხდარა მტერია,
მიაც ამ
ქვეყნის შვილი ვარ,
მაგრამ
ვერაფერს ვშველია...
გულო!
როგორ სძლებ
საგულეს,
რაით არ
ამამიხდები...
შენც,
სიკვდილივით
სიმართლევ,
ტიალ
საწუთროს უხდები...
06.01.2012
Mittwoch, 11. Januar 2012
* *
ისრე
ჯავრიანი ფიქრი შამამიჩნდა,
ვიცი, ჩემი
სისხლის ჩუმი ყივილია,
ბარად
ფიქრებს ვაგებ ისევ არაფრისგან,
შორს კი
მოთმინებით მთები მიმელიან.
ცაზედ
მოჯარება იწყეს შავ ღრუბელთა,
მდუმარ მწვერვალებზე ჯანღი ეკიდება,
ზამთარ
ნაადრევად ივსებს ვრცელ უბესა,
დღეებს
შესჩვევიათ მალ_მალ შებინდება...
წელი
შემომაცვდა უკვე მერამდენე,
საწუთროს
ფერმკრთალი სიმშვიდით ვუღიმი,
უძილობა
კვნეტავს ზამთრის გრძელ ღამეებს,
ბუხარს
შევსჩენიორ მდუმარე კუნძივით...
11.11.2011
Dienstag, 20. Dezember 2011
ჯვარი მთებისა
გაისთველხმელა...
ფერდობებს
ჯანღ დასწოლია, მგლისფერი,
კაცმანდაური არსად გყავს
მთავ!
რად არ ჩამოიქცევი...
კოპებ შეკრული ნისლები
ბანი–ბან გადმოდიოდნენ,
ვერ შეხვდნენ, კაცის ნაბუდარს
სისხამს მამალი ჰყიოდეს.
ნასახლარები მდუმარედ
მიეგებვიან სტუმარსა,
ჩამოსხდებიან საფიხვნოს,
ქარი უწეწავთ ურვასა,
ჩამოუტარებს საამო
მწყემსთ სალამურის სტვენასა,
მომხვდური ურჯულოსავით,
ჩაშლილ ყორესა ზვერავსა.
ჭიუხს დამღიან კალთის ქვეშ,
დარდი გასჩრია ტიელი,
წინაპართ ძვალშესალაგზე
მუხლსა შლის გადამთიელი...
მთას ჯანღის პერანგ ჩაუცვამს
ტკივილს ვით დაიჩიოდა,
დამალულს იდუმალებით
ჯავრს გულში ჩაიტიროდა...
**********************
გახსოვდეს,
წუთისოფელი
ასე ყოფილა ნიადამ:
_ იზომვის
სახელ_სირცხვილით,
სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...
ფერდობებს
ჯანღ დასწოლია, მგლისფერი,
კაცმანდაური არსად გყავს
მთავ!
რად არ ჩამოიქცევი...
კოპებ შეკრული ნისლები
ბანი–ბან გადმოდიოდნენ,
ვერ შეხვდნენ, კაცის ნაბუდარს
სისხამს მამალი ჰყიოდეს.
ნასახლარები მდუმარედ
მიეგებვიან სტუმარსა,
ჩამოსხდებიან საფიხვნოს,
ქარი უწეწავთ ურვასა,
ჩამოუტარებს საამო
მწყემსთ სალამურის სტვენასა,
მომხვდური ურჯულოსავით,
ჩაშლილ ყორესა ზვერავსა.
ჭიუხს დამღიან კალთის ქვეშ,
დარდი გასჩრია ტიელი,
წინაპართ ძვალშესალაგზე
მუხლსა შლის გადამთიელი...
მთას ჯანღის პერანგ ჩაუცვამს
ტკივილს ვით დაიჩიოდა,
დამალულს იდუმალებით
ჯავრს გულში ჩაიტიროდა...
**********************
გახსოვდეს,
წუთისოფელი
ასე ყოფილა ნიადამ:
_ იზომვის
სახელ_სირცხვილით,
სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...
Dienstag, 6. Dezember 2011
ვერ გაგიმეტე
მედუდუნება ბუხარი,
რას რა მიყვება ნეტავ...
თითქოს მაქეზებს, უთხარი,
გულიც საგულეს კვნეტავს...
რა ვქნა, არაფერ გამომდის,
შეჩვეულ ფიქრებს ვართავ,
ცეცხლ მოკიდებულ კუნძივით,
დავიფერფლები ალბათ...
მერე გამფანტავს ნიავი,
ნისლივით გამფენს მთაში,
უკვალოდ ვიხეტიალებ,
ლექსის სარეცელს გავშლი.
მოვალ წვიმად და პირ–სახეს
ცის მარგალიტით დაგბან,
შენს ნაფეხურებს მივაგნებ,
შლეგივით შევძრავ მთა_ბარს...
ვიცი, საწუთრო ვერაგი
ნაოჭს აგიჩენს წარბთან,
ვერ შეგეყარე, უთქმელი
გრძნობა მერევა წარმართს…
ნიავი გადაგივარცხნის
თმაში გაჩენილ ზამთარს,
სამზეოს, სიყვარულისთვის
ვერ გაგიმეტე, რა ვქნა...
Montag, 7. November 2011
მტკივა
მტკივა უშენობის განცდა,
მხრებზე მარტოობა მათოვს,
ვცდილობ, შევიმჩნიო არც რა,
ფიქრი მხოლოდ უფალს ვანდო.
უკვე ჩამოთოვა თმებზე,
მზერა დაფერილა ერთფრად,
დასასრული არ აქვს შენს გზებს,
ტკივილს დამიყუჩებს ვერც რა.
ვხვდები, ახლა ვხდები, ტირიფს
სულ რატომ ვხედავდი მტირალს,
ვტირი, მეც მასავით ვტირი,
მტკივა, უშენობა მტკივა....
Sonntag, 23. Oktober 2011
პოეტესა
მაპატიეთ...
არ ეწევით, ქალბატონო?
გაოცება ვერ დაფარა მორიდებამ,
ინებეთ და პოეტურად გავაბოლოთ,
დღეს თრიაქი ლექსებივით მოგიხდებათ...
– კვამლით არ მსურს გავაჯერო ეს სამყარო,
და ბახუსით კრთომამ დამაზიანოს,
ეშმაკეულს სული როგორ ეთაყვანოს,
როცა სიტყვა მერცხალივით ფრთიანობს...
– არ ვეწევი სიგარეტს...
და სტრიქონები
ჩემში მაინც, პეპლებივით ფარფატებენ,
მის ფესვებში დელტასავით ვიტოტები,
ბროლნამსხვრევებს ვაციალებ, ათასფერებს...
დაგაბნიეთ...
მხოლოდ ღიმი მოგეფინათ,
აგერ, უკვე საუბარში დაგვიღამდა...
მომიტევეთ, მოკასკასე პოეტესას,
თუ ფიქრებთან შემოგისწროთ გარიჟრაჟმა...
13.04.2011
Abonnieren
Posts (Atom)