„ამ ყვავილს ზებუნებრივ ძალას ვანიჭებდი: მეგონა,
თუ სადმე ვიპოვიდი, მივწვდებოდი და მოვწყვეტდი,
ყველა ნატვრა ამიხდებოდა“...
შოთა არაბული
მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის
სილაჟვარდეს ,
ჩემს ფურცლებში გავშლი,
ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემწვდები დაყველა ნატვრად აგიხდები,
არასოდეს
აგერევი სხვაში,
ფიქრს აგირევ
და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
ჩემი მქრქალი
გამჭვირვალე ფურცლები,
დაუნდობელ,
იდუმალ ჟინს აშლის,
საძებარში
მოგატარებ მწვერვალებს
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
11.11.2010