ყვავილების ზღვა მომქონდა შენთან,
სიფრიფანა ფურცელ_ფურცელ ვკრიფე,
სიახლოვეს მოსვლას ვერა ვბედავ,
სიშორეს კი გული არ დაითმენს...
აი ასე,
მინდორ_მინდორ დავალ,
მოვაგროვებ უნატიფეს ფერებს,
და როდესაც ამ ქვეყნიდან წავალ,
სხვა ვერავინ შეგიყვარებს ჩემებრ...
/მაია გონჯილაშვილი/